საზოგადოებაშეუცნობელი
ეშმაკის განდევნის რიტუალი გლდანში – ეგზორციზმი კაშპიროვსკის სტილში (ვიდეო)
გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, საბჭოთა იმპერიის მსხვრევის დროს, საბჭოთა სივრცეში გამოჩნდნენ სხვადასხვა ჯურის ექსტრასენსები, რომელთა შორის განსაკუთრებით პოპულარული გახდა ანატოლი კაშპიროვსკი, წარმოშობით უკრაინელი, მოსკოვში მოღვაწე ექიმი – ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი. 1989 წელს საკავშირო ტელესეანსებით მან 250-მილიონიანი აუდიტორია მიიზიდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის აღარსად ჩანს, მაინც არ წყდება დავა იმის შესახებ, ვინ არის კაშპიროვსკი, – მაგი, КГБ-ს მიერ შექმნილი კაცი, გენიალური მკურნალი თუ თაღლითი.
გლდანელი კაშპიროვსკი სრულად იყენებს თავისი ცნობილი წინამორბედის სტილს, თუმცა რელიგიური აქცენტით – ის თავის „მრევლს“ ეშმაკის განდევნის რიტუალს უტარებს.
კომენტარები