მსოფლიოპოლიტიკა

პუტინი 69 წლის ასაკში კიდევ ერთხელ გახდება მამა – ბრიტანული ტაბლოიდი

ბრიტანული ტაბლოიდი „მირორი“ წერს, რომ 69 წლის ასაკში ვლადიმირ პუტინს მალე კიდევ ერთი შვილი შეეძინება ყოფილი ტანმოვარჯიშისგან, ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა კაბაევასგან. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მათი მესამე საერთო შვილი იქნება – მანამდე რუსეთის პრეზიდენტს კაბაევასგან უკვე შეეძინა ორი ვაჟი, ახლა კი წყვილი ქალიშვილს ელოდება.

ცოტა ხნის წინ მედიამ გაავრცელა ანონიმური წყაროსგან მოპოვებული ინფორმაცია, რომ ფეხმძიმობის გამო კაბაევას პუტინთან უთანხმოება მოუვიდა. წყაროს მტკიცებით, როდესაც პუტინმა ეს ამბავი გაიგო, თქვა: „მე მყავს საკმარისი შვილები და უკვე მყავდა საკმარისი ქალიშვილები დიდი ხნის წინ“.

შვეიცარიულმა გაზეთმა SonntagsZeitung-მა  2022 წლის პირველ მაისს დაწერა, რომ 2015 და 2019 წლებში რუსმა ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ორი ბიჭი გაუჩინა. ამის შესახებ გამოცემამ ინფორმაცია პუტინის ნდობით აღჭურვილ, შვეიცარიაში მცხოვრებ რუს გინეკოლოგზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც კაბაევა ამშობიარა.

პუტინის პირადი ცხოვრება „დახურულია“, ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი შვილი ჰყავს რუსეთის პრეზიდენტს.

ცნობილია, რომ მას პირველ ცოლთან, ლუდმილასთან 2 ქალიშვილი შეეძინა, რომლებიც ამჟამად მამის გვარს არ ატარებენ: აკადემიკოსი და ბიზნესმენი, 37 წლის მარია – ვოროცოვაა, მეცნიერი და ყოფილი მოცეკვავე, 35 წლის კატერინა კი – ტიხონოვა, თუმცა პუტინს არასდროს უთქვამს ოფიციალურად, რომ მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა მისი ქალიშვილები არიან.

ოფიციალურად კრემლმა ეს ფაქტი მხოლოდ მაშინ დაადასტურა, როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის გამო აშშ-მა მათ მიმდინარე წლის 6 აპრილს სანქციები დაუწესა. მეორე დღესვე, 7 აპრილს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ  რუსეთი აუცილებლად უპასუხებს „პუტინის ქალიშვილებისთვის დაწესებულ სანქციებს“ და ამას გააკეთებს ისე, როგორც „აუცილებლად ჩათვლის“.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ჰყავს ქალიშვილი ბანკ „რასიას“ აქციონერისგან – სვეტლანა კრივონოგიხისგან, რომელიც პუტინის საყვარელი იყო. ამ უკანასკნელმა იგი მანამ გაიცნო, სანამ რუსეთის პრეზიდენტი გახდებოდა. მედიის ინფორმაციით, გოგონა 2003 წელს გაჩნდა და გარეგნულად ძალიან ჰგავს საკუთარ მამას, თუმცა პუტინს იგი ოფიციალურად არ უღიარებია თავის შვილად.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close