კრიმინალიქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძნეთში ბანდების „ანგარიშსწორების“ დროს 23 წლის ქართველი დაჭრეს – ბერძნული მედია

საბერძნეთში არისტოტელეს უნივერსიტეტთან, კონკრეტულად, კიმეიოს მოედანზე სისხლის სამართლის უპრეცედენტო ინციდენტი მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ჩხუბი კონფლიქტში მონაწილეებს შორის სროლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, 7-ჯერ გაისროლეს. დაპირისპირების შედეგად დაშავებული 23 წლის კაცი, კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკამდე ის საკუთარმა ორმა მეგობარმა მიიყვანა, მათ ტერიტორია სასწრაფოდ დატოვეს. დაშავებულმა მომხდართან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია არ გასცა და თქვა, რომ მას მოულოდნელად ორი უცხოელი დაესხა თავს, რომლებმაც ფეხებში ესროლეს.

ბერძნული მედია წერს, რომ დაჭრილს საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ წარმოშობით ქართველია. ის საკუთარ ჩვენებაში ადასტურებს, რომ მას თავს დაესხნენ და ფეხში უცნობმა უცხოელებმა ესროლეს. წარსულში იგი ყაჩაღობისა და ნარკოტიკების საქმეებში ფიგურირებდა.

ბერძნული მედიაგამოცემები წერენ, რომ ეს საქმე „ანგარიშსწორება“ იყო, რადგან დაშავებულს ყაჩაღობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და სულ რაღაც ერთი თვის წინ გაათავისუფლეს.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close