fbpx
რჩევები

ლაქების ამოყვანა სამზარეულოს ტილოდან: შვიდი გზა ცხიმისა და სუნის მოსაშორებლად

სამზარეულოს ტილო იწოვს ცხიმს, ჭუჭყსა და მტვერს, რის გამოც სწრაფად კარგავს იერს, ჩვეულებრივი რეცხვა კი ასეთ ლაქებს ხშირად ვერ აშორებს, შესაბამისად, შელახულ ტილოებს ბევრი დიასახლისის სამზარეულოში შეხვდებით.

ქვემოთ მოგითხრობთ, როგორ გავათეთროთ სამზარეულოს ტილოები ხელმისაწვდომი საშუალებებით დიდი ძალისხმევის გარეშე.

თავდაპირველად საჭიროა, რომ ტილოები სწორად ჩაალბოთ, ანუ მოამზადოთ შემდგომი რეცხვისთვის.

არსებობს ჩალბობის ხუთი საიმედო მეთოდი: 

  • სარეცხის ფხვნილი − გამოიყენეთ მხოლოდ თეთრი ტილოებისთვის, რათა ფერი არ დაკარგოს. გახსენით ერთ ლიტრ წყალზე დაახლოებით 20 გრამი ფხვნილი და 100 გრამი მარილი.
  • მათეთრებელი − შეამოწმეთ ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს მეთოდი უსაფრთხოა. გამოიყენეთ მათეთრებელი შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით.
  • მარილიანი წყალი − კარგი მეთოდია ყავით ან ტომატის პასტით დალაქავებული ტილოებისთვის. 100 გრამი სუფრის მარილი უნდა გახსნათ ერთ ლიტრ წყალში.
  • ჭურჭლის ჟელე − იდეალურია, თუ სხვა საშუალება არ გაქვთ. ჩაასხით 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება წყალში და ჩაალბეთ შიგ ტილო.
  • ძმარი − შეურიეთ 5%-იანი ძმარი წყალს 1:1 თანაფარდობით და ჩაალბეთ ტილოები რამდენიმე საათით. შემდეგ კი გარეცხეთ.

მიუხედავად იმისა, თუ რომელ მეთოდს აირჩევთ, ტილოები მინიმუმ ერთი საათით უნდა ჩაალბოთ. ხოლო თუ ლაქები ქსოვილის სტრუქტურაშია გამჯდარი, მაშინ უმჯობესია მთელი ღამე დატოვოთ.

ჩალბობის შემდეგ შეგიძლიათ რეცხვის პროცესს შეუდგეთ.

სამზარეულოს ტილოების უზადოდ გარეცხვის შვიდი მეთოდი

მარილის ხსნარი − ეს მოსახერხებელი მეთოდია ყავის, წითელი ღვინის, ტომატ-პასტის ან წვენის ლაქების მოსაშორებლად. ეფექტიანი მარილიანი ხსნარის მისაღებად საჭიროა გახსნათ 5 სუფრის კოვზი მარილი 5 ლიტრ წყალში. გააჩერეთ ტილოები მარილწყალში 1 საათით, შემდეგ კი გარეცხეთ მანქანაში ან ხელით.

სარეცხის საპონი − მას ასევე კარგად ამოჰყავს ლაქები. გასაპნეთ ტილო კარგად, ჩადეთ პოლიეთილენის პარკში და შედეთ მაცივარში მთელი ღამით. დილით კი გარეცხეთ − ხელით ან მანქანით.

მცენარეული ზეთი − შესაძლოა მეთოდი ოდნავ უჩვეულოა, მაგრამ დიასახლისები ირწმუნებიან, რომ ზეთი სრულყოფილად აშორებს ტილოს არასასურველ ლაქებს. ამისათვის შეურიეთ ზეთი სარეცხ საშუალებას 1:1 თანაფარდობით. მიღებული მასა დაასხით ტილოებს, შემდეგ კი დაამატეთ ცხელი წყალი ისე, რომ ქსოვილს ფარავდეს. დაადეთ ზემოდან რამე მძიმე და დატოვეთ ასე 10 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი წესით.

ძმარი − კიდევ ერთი პოპულარული გზა, რომელსაც დიასახლისები ხშირად იყენებენ. ძმარი კარგად უმკლავდება როგორც საკვების ლაქებს, ისე ობს. შეგიძლიათ პირდაპირ მანქანაში ჩაამატოთ რეცხვის დროს. საამისოდ 0,5 ჭიქა 9%-იანი ძმარი კონდიციონერის განყოფილებაში უნდა ჩაასხათ, ხოლო სარეცხის ფხვნილი თავის ადგილზე უნდა მოათავსოთ.

მდოგვი − მდოგვი სასარგებლო ინგრედიენტია არა მარტო ტილოების გასარეცხად, არამედ მათი დეზინფექციისთვისაც. ეს მეთოდი საუკეთესოდ შეეფერება თეთრ ტილოებს. აიღეთ რამდენიმე სუფრის კოვზი მდოგვი და გააზავეთ მდუღარე წყალში ისე, რომ მიიღოთ სქელი არაჟნის მსგავსი მასა. დაასველეთ პირსახოცი, წაუსვით მიღებული ნარევი, გააჩერეთ 7-8 საათი, შემდეგ კი გარეცხეთ.

ლიმონმჟავა − ეს რეცხვის კარგი მეთოდია, თუ ტილო პომიდვრის ან ჭარხლის ლაქებითაა დაბინძურებული. ამისათვის ქსოვილი უნდა გასაპნოთ სარეცხის საპნით, გაავლოთ და მოაყაროთ ლიმონმჟავა. გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი გარეცხეთ ხელით.

პეროქსიდი („პერეკისი“) − შესანიშნავი მეთოდია ძველი, ჩამჯდარი ლაქების მოსაშორებლად. დაასხით პეროქსიდი მშრალი ტილოს დალაქავებულ ადგილებს და დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ კი კარგად გაავლეთ.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close