fbpx
კრიმინალისაქართველო

ვინ არის ქუთაისში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალი – მისი ემიგრანტი დედა საქართველოში უკვე დაბრუნდა

პირველ ივლისს ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 36 წლის თიკო ტურაბელიძეს ყოფილი მეუღლე დაესხა თავს. დავით ცერცვაძემ საკუთარი შვილის დედას ყელი გამოჭრა. სიკვდილამდე ქალი დახმარებას ითხოვდა. ყვირილის ხმა მეზობლებმა გაიგეს.

ქალის გადარჩენა მეზობლებმა ვერ მოასწრეს, თუმცა მათ მკვლელს გაქცევის საშუალება არ მისცეს. ბინაში შესულ მეზობლებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მათ მოიფიქრეს და სახლში მყოფ სავარაუდო მკვლელს კარი გარედან ჩაუკეტეს, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს. ამით სამართალდამცველებს მამაკაცის დანაშაულის ადგილზე დაკავების საშუალება მიეცათ.

თიკო ტურაბელიძე და დავით ცერცვაძე ერთმანეთს შვიდი წლის წინ დაშორდნენ. ამის შემდეგ ქალი შვილს დამოუკიდებლად ზრდიდა. დედა-შვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მთელი ეს პერიოდი მამაკაცი საზღვარგარეთ იყო. სავარაუდო მკვლელი საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.

41 წლის მამაკაცმა დანაშაულის ჩადენამდე საკუთარი შვილი სახლიდან წაიყვანა, დასთან დატოვა და ყოფილ ცოლს დაახლოებით ნახევარ საათში მიაკითხა.

დაკავებული მკვლელობის დეტალებზე, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე ალაპარაკდება, მანამდე კი გამოძიებას დავით ცერცვაძისთვის ბრალის წარსადგენად 24 საათზე ნაკლები დრო რჩება.

rustavi2.ge

P. S. დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, ყოფილი მეუღლე ქალს შერიგებას სთხოვდა. კიდევ ერთი ვერსიით, ცოლ-ქმარს შორის დავის მიზეზი საერთო შვილი იყო.

ქუთაისში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული თიკო ტურაბელიძს დედა, ქალბატონი ცირა, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა სამუშაოდ, მომხდარის გამო მკვლელობიდან მეორე დღესვე საქართველოში ჩამოფრინდა.

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close