ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

„კეთილი იყოს შენი მოსვლა, ხვიჩა!“- კვარაცხელიას კარიერა „ნაპოლიში“ ოფიციალურად დაიწყო

იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა „ნაპოლიმ“ ოფიციალურად გააფორმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი, რის შესახებაც კლუბმა თავის ტვიტერის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.

„პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოხარულია გაცნობოთ, რომ „ნაპოლიმ“ ბათუმის „დინამოდან“ მთლიანად გამოისყიდა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი“, – წერია კლუბის განცახდებაში.

„კეთილი  იყოს შენი მოსვლა, ხვიჩა! დაე, ზღვისა და ცის ლაჟვარდისფერი იყოს შენი სულისა და შენი ფეხების ფერი, რამაც „ნაპოლის“ ხელი უნდა შეუწყოს მეტი გამარჯვების მოპოვებაში“, –  დაწერა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე. („Benvenuto Khvicha! Che l’azzurro del mare e del cielo possa essere il colore identitario della tua anima e dei tuoi piedi che devono contribuire a un Napoli sempre più vincente“, –  Ansa).

ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 2027 წლამდე. მედიის ინფორმაციით, მისი ტრანსფერის ღირებულება 10 მლნ ევროა, ხოლო წლიური ხელფასის სახით ხვიჩა 1 მლნ ევროს მიიღებს.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიმ“ სერია A-ს განაცხადში ოფიციალურად წარადგინა და იგი 6 ივლისიდან გუნდთან ერთად დაიწყებს მზადებას მომავალი სეზონისთვის. ყველაფრიდან ჩანს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ქართველ შემტევ ნახევარმცველზე დიდ იმედებს ამყარებს და გვჯერა, რომ 21 წლის ხვიჩა კვარაცხელია ამ იმედებს გაამართლებს.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი ფინტები და გოლები.

ამავე თემაზე: იტალიური კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close