მსოფლიოპოლიტიკა

„მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი 2022 წლის 24 თებერვალს (რუსეთის უკრაინაში შეჭრა) დაიწყო. მან პარტნიორებს მოუწოდა, არ შეშინდნენ და არ დაიღალონ.

„გთხოვთ, არ იგრძნოთ დაღლილობა. გთხოვთ, გააგრძელოთ მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ რუსებთან ახალი ესკალაციის დონის, რადგან აბსოლუტურად გულწრფელად, მიმდინარე წლის 24 თებერვალს მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. ეს არის რეალობა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, უკრაინა ამ ომში პირველი ბრძოლის ველია და თუ ის დაეცემა, მაშინ შემდეგი ბრძოლის ველი ევროპის ქვეყნები იქნება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close