fbpx
მოგზაურობარას არ გაიგებ/ფაქტები

რა ბედი ეწია მგზავრს, რომელიც ქუთაისიდან ვარშავის ნაცვლად აბუ დაბიში აღმოჩნდა

მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან შეცდომით ვარშავის ნაცვლად აბუ დაბიში მოხვდა, უკვე დანიშნულების ადგილასაა.

როგორც ქუთაისის აეროპორტში აცხადებენ, მგზავრი აბუ დაბიში სასტუმროში გადაიყვანეს, შემდეგ კი იგი პირველივე რეისით ვარშავაში გაფრინდა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელშიც გოგონა ჰყვებოდა, რომ მისი და სხვა თვითმფრინავში აღმოჩნდა.

„ქუთაისის აეროპორტიდან ჩემს დას Wizz Air ფრენა ქონდა ვარშავის მიმართულებით, გაიარა რეგისტრაცია. შემდეგ საითაც უთხრეს, იქით წავიდა. აღმოჩნდა აბუ დაბის თვითმფრინავში.

ბარგი კი გაგზავნეს გაურკვეველი მიმართულებით. აბუ დაბის აეროპორტში არავინ არ ეხმარება, ტელეფონზეც კი არ არეკინებენ, არც პოლიცია აქცევს ყურადღებას, ყველა ეუბნება, საქართველოდან რატო გამოგიშვეს ასეო.

ბარგს რაც შეეხება, ჯერ ვიცოდით, რომ იყო ვარშავაში, შემდეგ გავიგეთ, ქუთაისშიაო.

გთხოვთ, თუ იცით ან მსგავსი შემთხვევა თუ ოდესმე ყოფილა, დაგვეხმარეთ რამენაირად“, – წერდა სოციალურ ქსელში გზააბნეული მგზავრის და.

წყარო: megatv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close