fbpx
მსოფლიოკულტურა

„ბორშჩის ომში გამარჯვება ჩვენია“ – იუნესკომ ბორშჩი უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) კერძი ბორშჩი გამოაცხადა უკრაინის ეროვნულ მემკვიდრეობად, რომელსაც დაცვა სჭირდება.

მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ იუნესკოს სთხოვა, დაეჩქარებინათ ბორშჩის დაცვის აუცილებლობის განხილვა.

ბორშჩის უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადების წინააღმდეგი რუსეთი იყო.

იუნესკოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის კულტურის მინისტრი ოლეკსანდრ ტკაჩენკო.

„ბორშჩის ომში გამარჯვება ჩვენია!“ – დაწერა მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

„გახსოვდეთ და გჯეროდეთ, რომ, როგორც ბორშჩის ომში, ისე ამ ომშიც გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ტკაჩენკომ.

გასულ თვეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ უკრაინელების სურვილს, ბორშჩი კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებულიყო, „ქსენოფობიის, ნაციზმისა და ექსტრემიზმის გამოვლინება“ უწოდა.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close