მსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთში დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის შესაძლოა „პროდუქტების ტალონები“ შემოიღონ

საფრანგეთში დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის შესაძლოა „პროდუქტების ტალონები“ შემოიღონ. ევროაქტივის ცნობით, თითოეულ ოჯახს 100 ევროს ღირებულების ტალონს გადასცემენ, რასაც დაემატება თითო ბავშვზე 50 ევრო.

ეს ინიციატივა მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ კანონპროექტშია გაწერილი და, სავარაუდოდ, ცხრა მილიონ ფრანგს შეეხება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სოციალური შემწეობის 4%-ით გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის თანამშრომელთა ანაზღაურების მიბმას კომპანიის შემოსავალთან და იჯარის გადასახადის შეზღუდვას.

მემარცხენე პარტიები ასევე ითხოვენ საფრანგეთში მინიმალური ხელფასის 1 500 ევრომდე გაზრდას და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის გარანტირებული შემოსავლის დაწესებას.

კანონპროექტს საფრანგეთის პარლამენტი 6 ივლისს განიხილავს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close