კრიმინალისაბერძნეთი

10 თვის ბავშვი, რომელსაც ათენის ცენტრში საკუთარი ნარკომანი მამა ახრჩობდა, გამვლელებმა გადაარჩინეს (ვიდეო)

ოთხშაბათს, 29 ივნისს, დილის 11:15 საათზე ათენის ცენტრში შოკისმომგვრელი ფაქტი მოხდა: ომონიის მოედნის სიახლოვეს 35 წლის ბოშა მამაკაცმა საკუთარი მცირეწლოვანი შვილის დახრჩობა ცადა ბავშვის დედის თვალწინ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

ბავშვი ერთი წლისაც არ არის, იგი სექტემბერშია დაბადებული.

არსებული ინფორმაციით, წყვილს 5 შვილი ჰყავს. მამაკაცი, რომელსაც პრობლემები აქვს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, ათენის რაიონ ზეფირიში ცხოვრობს, მისი 34 წლის ცოლი კი – კოლონოსში.

ინციდენტის დღეს ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად კარლოუს ქუჩაზე სასტუმროში იმყოფებოდა, რა დროსაც მამაკაცი მას ოთახში შეუვარდა და ჩვილი გაიტაცა. ქალი მას დაედევნა, რის შემდეგაც მამაკაცი ცდილობდა, ბავშვი დედის თვალწინ დაეხრჩო.

გამვლელები ინციდენტში ჩაერივნენ და ბავშვის დახსნა შეძლეს, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ომონიის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ქალმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა ოჯახური ძალადობის ფაქტზე. დაკავებული მამაკაცი უკვე საღამოს გაათავისუფლეს, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მედიის ცნობით, მან თქვა, რომ ეგონა „ბავშვი იხრჩობოდა და საშველად მივიდა“.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close