fbpx
კრიმინალიქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებს ძარცვავდა

საბერძნეთში, კერძოდ, ატიკის რეგიონში 26 ივნისს 47 წლის ქართველი ქალი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებული მომვლელის ვაკანსიებს ეძებდა, ოჯახების ნდობის მოპოვებას ახერხებდა, დასაქმების შემდეგ მოხუცებს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებდა. ძარცვავდა და ქრებოდა.

ქალი-ობობას (Η γυναίκα-αράχνη) – ასე უწოდებს მას ბერძნული მედია – საკითხით უსაფრთხოების სამსახური მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მის წინააღმდეგ საჩივრების რაოდენობა გაიზარდა. პოლიციელებმა 26 ივნისს შეძლეს ქალის დაკავება და ხელბორკილებიც დაადეს.

როგორც ირკვევა, ქალი მოხუცებს ნარკოტიკებს, ან ფსიქოტროპულ საშუალებებს საკვებში და სასმელში უყრიდა, შემდეგ კი სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მსგავსი მეთოდით ძარცვის ოთხი შემთხვევა: ნეა ერიტრეაში, ათენის ცენტრში, აგიოს დიმიტრიოსსა და პირეოსში. გამოძიება გრძელდება, რათა სხვა შესაძლო მსხვერპლთა იდენტიფიცირებაც მოხდეს. მოხუცი ადამიანების ძარცვის ოთხივე შემთხვევაში ქალმა საძილე საშუალებები გამოიყენა.

დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ფული, სხვადასხვა სამკაული და საათები, ჩანთა უცნობი ქიმიური ნივთიერებით, ფსიქოტროპული აბები, დანა, საბანკო ბარათი, ნოუთბუქი, 2 მობილური ტელეფონი და სიმბარათები.

დაკავებული 47 წლის ქალი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close