ეკონომიკამოგზაურობამსოფლიო
ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-მა ახალ რეისები დაამატა, იზრდება ფრენის სიხშირეც
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ახალ რეისებს ამატებს, ზოგი ქვეყნის მიმართულებით კი ფრენის სიხშირეს ზრდის. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.
პირველი აგვისტოდან განახლდება პირდაპირი რეგულარული რეისები ტალინის (ესტონეთი) მიმართულებით, 4 აგვისტოდან კი – პარიზის (საფრანგეთი) მიმართულებით.
- ტალინი – კვირაში ორი რეისი;
- პარიზი – კვირაში ერთი რეისი.
გარდა ამისა, ფრენის სიხშირე გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონის, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, თესალონიკის და ვროცლავის მიმართულებებით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის 5 თვეში მთლიანობაში 232 450 მგზავრს მოემსახურა.
კომენტარები