პოლიტიკა

უკრაინაში ომის გარდამტეხ მომენტს აგვისტოში ელოდებიან

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გარდამტეხი მომენტი 2022 წლის აგვისტოში იქნება, – ასე მიაჩნია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს კირილ ბუდანოვს. ამის შესახებ DW წერს.

„უკრაინა დაუბრუნდება 1991 წლის დროინდელ თავის საზღვრებს, სხვა სცენარები არ იქნება და არანაირ სხვა სცენარს ჩვენ არ განვიხილავთ. აგვისტოდან დაწყებული მოხდება გარკვეული მოვლენები, რომლებიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ გარდამტეხი მომენტი დადგა“, – განაცხადა მან ტელეარხ  ITV-ს ეთერში შაბათს, 25 ივნისს.

ბუდანოვის სიტყვებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გასვლა სევეროდონეცკიდან „ტაქტიკური გადაჯგუფება“ იყო. „უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: წლის ბოლომდე აქტიური საომარი მოქმედებები, პრაქტიკულად, შეწყდება. ჩვენ განუხრელად ვიცავთ ჩვენს აზრს. ახლო მომავალში ჩვენ დავიბრუნებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე“, – ასეთ დაპირებას იძლევა ბუდანოვი.

უკრაინის ჯარების დახევა სევეროდონეცკიდან

იმავე დღეს, 25 ივნისს სევეროდონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრ სტრიუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქი მთლიანად რუსული სამხედროების კონტროლქვეშ გადავიდა და სევეროდონეცკიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე გადასვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.„

ქალაქი მთლიანად რუსულ ოკუპაციაშია. ცდილობენ, იქ თავიანთი წესები დაამყარონ, რომელიღაც თავიანთი კომენდანტი დანიშნეს. ქალაქი იმდენად განადგურებულია, რომ ადამიანებს გაუჭირდებათ ამ სიტუაციასთან გამკლავება. იმედი ვიქონიოთ, რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დაბრუნდება უკრაინის კონტროლქვეშ“, – თქვა მან ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

სევეროდონეცკი უკრაინის მეორე დიდი ქალაქია მარიუპოლის შემდეგ, რომელიც რუსებმა მთლიანად დაიკავეს.

ივნისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრატისლავაში მიმდინარე  ფორუმის – GLOBSEC-ის მონაწილებს ვიდეოჩართვით მიმართა და განაცხადა, რომ ომში გარდატეხის მომენტისთვის უკრაინას დასავლეთისგან დამატებით იარაღის მიწოდება დასჭირდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close