ეკონომიკასაქართველო

რამდენი მილიარდის დახმარება მიიღო საქართველომ ევროკავშირისგან 2007-2021 წლებში

1992 წლიდან, საქართველოსა და EU-ს შორის დიპლომატური ურთიერთობების დამყარებიდან მოყოლებული, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი და დონორია.

მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) ფარგლებში, EU-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების საერთო მოცულობა მილიარდ ევროს აჭარბებს. გარდა ამისა, ევროკავშირი ქვეყანას ცალკეული პროგრამებით, გრანტებით, შეღავათიანი სესხებითა და ფინანსური ინსტრუმენტებით ეხმარება.

MFF-ის გასული შვიდწლიანი ციკლი, რომელიც 2014-2020 წლებს მოიცავს, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაზე, სოციალურ გამოწვევებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე იყო ორიენტირებული. 2014-2020 წლების მრავალწლიანი ჩარჩოს ფარგლებში, საქართველომ ევროკავშირისგან 819.2 მილიონი ევროს (2.5 მლრდ ლარი) მოცულობის ფინანსური დახმარება მიიღო.

2007-2013 წლების MFF-ის ფარგლებში, საქართველომ €452 მილიონის (1.4 მლრდ ლარი) დახმარება მიიღო. ამ შემთხვევაში, ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა იყო; გარდა ამისა, EU საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში, რეგიონულ განვითარებაში, სოციალურ პროექტებსა და რეფორმების გატარებაში დაეხმარა.

ევროკავშირის დელეგაციის მიერ Forbes Georgia-სა და BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციით, MFF-ის მიმდინარე ციკლი, რომელიც 2021-2027 წლებს მოიცავს, ბოლომდე ჯერაც არ არის შეთანხმებული, შესაბამისად, სამომავლო დაფინანსებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

გარდა ბილატერალური დახმარებებისა, საქართველო ევროკავშირისგან მაკრო-ფინანსურ დახმარებასაც იღებს, რაც გრანტებსა და შეღავათიან სესხებს მოიცავს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველომ €75 მილიონი მიიღო, ხოლო მეორე €75-მილიონიანი ტრანშის მიღებაზე მთავრობამ უარი განაცხადა; 2020 წელს მიღებული დახმარების მოცულობაც 75 მილიონ ევროს შეადგენდა, ხოლო 2018-2019 წლებში საქართველომ €45 მილიონი მიიღო; 2011-2015 წლებში კი საქართველო EU-სგან 46-46 მილიონ ევროს იღებდა.

გარდა ზემოაღნიშნული პროექტებისა, კოვიდ-პანდემიის გასამკლავებლად საქართველომ ევროკავშირისგან დამატებით 250 მილიონი ევრო მიიღო.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close