fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

კიდევ ერთი პანდემია იქნება, მეტი ფული გვჭირდება – ჯო ბაიდენი

კიდევ ერთი პანდემია იქნება, მეტი ფული გვჭირდება და წინასწარ უნდა ვიფიქროთ ამაზე, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

21 ივნისს, აშშ-ში 6 თვიდან 5-წლამდე ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე: „კონგრესისგან მეტი ფულის მიღება გსურთ ვაქცინაციის კამპანიისა და შემოდგომაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების დასაფინანსებლად. ბავშვებისთვის ვაქცინების მარაგი როგორია? რამდენი ბავშვის ვაქცინაციას შეძლებთ, ვიდრე კონგრესისგან მეტი ფული დაგჭირდებათ?“ – ჯო ბაიდენმა უპასუხა:

მეტი ფული გვჭირდება. თუმცა ჩვენ არ გვჭირდება მეტი ფული მხოლოდ ბავშვების ვაქცინაციისთვის. ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიის დასაგეგმად. კიდევ ერთი პანდემია იქნება. წინასწარ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ამიტომ გვჭირდება ფული.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close