მსოფლიოპოლიტიკა

„ეს ერთი ნახვით სიყვარული არ ყოფილა“ – რამ მოხიბლა მომავალ მეუღლეში ოლენა ზელენსკა?

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ The Economist- ს გულწრფელი ინტერვიუ მისცა, რომელშც საკუთარ მეუღლესთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ოლენას თქმით, მათი ურთიერთობის ისტორია სკოლის წლებში დაიწყო. ამის შემდეგ კრივოი როგში ცხოვრობდნენ. როგორც თავად პირველი ლედი ამბობს, ეს ერთი ნახვით სიყვარული არ ყოფილა. არც კი იცოდა, მოსწონდა თუ არა.

როგორც აღმოჩნდა, ოლენა თავიდანვე ყველაზე მეტად ზელენსკის იუმორის გრძნობამ მოხიბლა.

ცნობილია, რომ ქორწინებამდე ისინი რვა წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მხოლოდ 2003 წელს გადაწყვიტეს ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცათ.

დაქორწინების შემდეგ მათ ორი შვილი შეეძინათ – ქალიშვილი ოლექსანდრა და ვაჟი კირილო.

ოლენა ზელენსკა ყოველთვის ქმრის გვერდით იყო, მხარს უჭერდა და ეხმარებოდა. ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც იგი Kvartal 95-ის სტუდიაში მუშაობდა, მან ვოლოდიმირს სცენარი დაუწერა. 2019 წელს კი, როდესაც ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, ოლენა პირველი ლედი გახდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close