ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. მანამდე კი, ქვეყანას საგარეო საქმეთა მინისტრი იარის ლაპიდი უხელმძღვანელებს, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა როტაციული პრინციპით, არჩევიდან წელიწადნახევარში უნდა გადაებარებინა.
პარლამენტის დათხოვნის შესახებ ქნესეთში კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ლაპიდმა და ბენეტმა, კიდევ რამდენიმე სხვა პარტიასთან ერთად, კოალიციური მთავრობა ზუსტად ერთი წლის წინათ, 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბეს. კოალიცია მემარჯვენეების, ლიბერალებისა და მუსლიმ არაბთა პარტიებისგან შედგებოდა, რომელთაც მნიშვნელოვან საკითხებში ბოლო პერიოდში უთანხმოება ჰქონდათ.
ვადამდელი არჩევნები რიგით მეხუთე იქნება ბოლო სამ წელიწადში და ის, სავარაუდოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში გაიმართება.
1tv.ge
კომენტარები