ტყის ხანძრები მძვინვარებს ესპანეთში, ცეცხლს ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე ნაწილში ებრძვიან.
ყველაზე მეტად ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ზამორა დაზარალდა. რეგიონში 25 ათას ჰექტარზე მეტია დამწვარი. სტიქიასთან ბრძოლას მშრალი ამინდი, ძლიერი ქარი და სიცხე ართულებს.
ხანძრების გამომწვევი მიზეზი ანომალიური სიცხეა. ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. მეტეოროლოგების განცხადებით, ასეთი სიცხე ივნისისთვის საკმაოდ უჩვეულოა.
დღეს სიტუაცია სერიოზულად გართულდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ევაკუირებულია 700-ზე მეტი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქია ათობით დასახლებულ პუნქტს ემუქრება, რომელთა დაცვასაც ცდილობენ. ხანძარს ებრძვიან ხმელეთიდანაც და ჰაერიდანაც, თუმცა ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.
კომენტარები