ესპანეთში ყატარის ყოფილი პრინცესა, რომელიც ქმარს ქალიშვილზე ძალადობაში ადანაშაულებდა, გარდაცვლილი იპოვეს – რა ვერსიებს წერს მედია
ესპანეთის პოლიციამ ყატარის ყოფილი პრინცესა, 46 წლის კასია გალანიო საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვა. ამის შესახებ washingtonpost-ი წერს.
პოლიცია შემთხვევის ადგილას მას შემდეგ მივიდა, რაც მათ საფრანგეთიდან ესპანეთის პოლიციას გალანიოს ერთ-ერთმა ქალიშვილმა შეატყობინა, რომ დედამისი ზარებს არ პასუხობდა.
პოლიცია ყატარის პრინცესის საცხოვრებელ კომპლექსში დამლაგებლის დახმარებით შევიდა.
არსებული ინფორმაციით, ქალს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
გალანიო 2004 წელს ყატარის ემირის 73 წლის ბიძაზე დაქორწინდა, პრინც აბდელაზიზ ბინ ხალიფა ალ-თანზე, რომლისგანაც სამი ქალიშვილი შეეძინა.
უცხოური პრესა წერს, რომ გალანიო დიდხანს იბრძოდა ბავშვების მეურვეობისთვის. პრინცესა ყოფილ ქმარს ერთ-ერთი ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
უფროსი ტყუპი გოგონები ახლა 17 წლისანი არიან, უმცროსი კი 15 წლისაა. ამჟამად, ისინი მამასთან ერთად პარიზში ცხოვრობენ.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკებით ზედოზირება სახელდება, ექსპერტიზის პასუხი, რომელიც დღეს ჩატარდა, ჯერჯერობით, ცნობილი არაა.
primetime.ge
კომენტარები