საზოგადოებასაქართველო

ვინ არის 100 წლის ჭიათურელი ქალბატონი, რომელიც „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაშია შეყვანილი

„მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში შეყვანილ ქალბატონს – ელენე აბაშიძეს 100 წელი შეუსრულდა.

აშშ-ის ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა. იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და  „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში.

გამოჩენილი მეცნიერი ელენე აბაშიძე გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჭიათურაში დაიბადა, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი კვლავ ჭიათურაში დაბრუნდა და სოფელ პერევისის საშუალო სკოლაში 4 საგანს ასწავლიდა.

ელენე აბაშიძე 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13200 ექსპერიმენტის ავტორია.

მან შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი; უარყო და რადიკალურად შეცვალა ორსაუკუნოვანი, მსოფლიოში გაბატონებული კირქვის ნაპრალების ზედაპირების ხსნადობის მცდარი მეთოდი და მოგვცა ახალი როგორც კვლევის მეთოდი, ისე მისი განზომილება.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close