მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

კოსმოსური ავდარი: 31 მაისს ძლიერი მეტეორული წვიმაა მოსალოდნელი

კომეტა 73P/შვასმან-ვაჰმანი 3 თანდათან იშლება და უკვე 2022 წლის მაისის ბოლოს დედამიწა მისი ნამსხვრევების შლეიფში გაივლის, იუწყება Universe Today.

შედეგად, მეცნიერების პროგნოზით, 30-31 მაისის ღამით ან, შესაძლოა, 31 მაისის ადრე დილით ცაში ძლიერი მეტეორული წვიმა გამოჩნდება, რომელიც დაახლოებით წამში 72 კმ სიჩქარით იმოძრავებს და ერთ საათში დაახლოებით 1400 მეტეორი გაიფრენს.

რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მეტეორული წვიმა შეიძლება იყოს ან არ იყოს ხილული. თუმცა კომპიუტერული მოდელირება აჩვენებს, რომ ის მაინც უნდა გამოჩნდეს.

ასტრონომების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ წლევანდელი მეტეორული წვიმა შეიძლება ჯერ კიდევ 1995 წელს დაშლილი კომეტის ნარჩენები იყოს. მეორე ნაწილის აზრით კი ეს იმ კომეტის შემდგომი დაშლის კვალია, რომელიც 2006 წელს დაფიქსირდა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close