ჰოროსკოპი

 კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 30 მაისი – 5 ივნისი

ამ კვირაში რეკომენდებული არ არის ქონებრივი დავის დაწყება, მეზობლებთან კონფლიქტი ან რაიმეზე ნერვიულობა. უარყოფითი ემოციები უნდა განდევნოთ და მოამზადოთ თავი ზაფხულის მზისთვის, კარგი დასვენებისთვის. მათ, ვისი შვებულებაც ჯერ არ დაწყებულა, სამსახურში თავიანთი უპირატესობები უნდა ეძებონ. ოჯახის უმცროსმა წევრებმა შეიძლება მეტი ყურადღება მოითხოვონ. ისწავლეთ მათთან ურთიერთობა თანაბარ პირობებში, უფროსი ბრძენი მეგობრის როლის შესრულება. შაბათ-კვირას ბევრი ეგზოტიკური სიტუაციაა მოსალოდნელი. შესაძლოა ეს იყოს უჩვეულო ნაცნობობა  ან სპონტანური მოგზაურობა თვალწარმტაც ადგილას.

 

ვერძი

კარგი კვირაა სასეირნოდ, სამოგზაუროდ, ახალი ხალხისა და ცოდნის სხვადასხვა სფეროს გასაცნობად. გამოავლინეთ ისეთი თვისებები, როგორიცაა მონდომება და აქტიურობა და ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩება. დაუჭირეთ მხარი მხოლოდ მათ, ვინც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ეცადეთ, ტყუილად არ დაკარგოთ დრო და  ენერგია. შაბათ-კვირას შეეცადეთ იყოთ უფრო ყურადღებიანი და დამთმობი საყვარელი ადამიანების მიმართ, აპატიეთ მათ წვრილმანი შეცდომები და სისუსტეები. კარგი დროა საოფისე ტექნიკისა და მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად.

სასიკეთო დღეები: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კურო

სამსახურში და საქმიან პარტნიორებთან მიმართებაში ეცადეთ თავშეკავებული იყოთ, ნუ გამოავლენთ ნეგატიურ ემოციებს. ილაპარაკეთ მშვიდად და მიზანმიმართულად, მაშინაც კი, თუ აღმოაჩენთ, რომ ვინმე ცდილობს თავისი პირადი ინტერესები წინ დააყენოს. უმჯობესია თქვენი ძალა და ენერგია ახალი საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად მიმართოთ. ხუთშაბათს თქვენი უფროსები შეამჩნევენ თქვენს მიზანდასახულობას და დიდი ალბათობით თქვენს წახალისებაზე დაფიქრდებიან. შაბათ-კვირას სადაც არ უნდა იყოთ, სიმშვიდე და კეთილდღეობა გელით.  ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დღე კვირა იქნება.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ტყუპი

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია თქვენი გავლენის სფეროს გასაფართოებლად. ვარსკვლავები დაგეხმარებათ აისრულოთ ის, რაც გსურთ. დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები შუა კვირაში, რაც უფრო აქტიური იქნებით, მით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევთ. ხუთშაბათის ღონისძიებები მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას შეგძენთ. თუ რაიმე ეჭვი გაქვთ, ნუ დააყოვნებთ კითხვის დასმას, პასუხს აუცილებლად მიიღებთ. წარმატებები გელით შემოქმედებით საქმიანობაში და სიყვარულში. დიდი ალბათობაა, რომ მარტოხელა ტყუპებმა ცხოვრების მეგზური იპოვონ.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 3.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლოა გადაწყვეტილების მიღება და გადაუდებელი საკითხების დასრულება მოგიწიოთ. გექნებათ დამატებითი დატვირთვა და უფრო რთული იქნება კონცენტრირება. თავისუფლად სთხოვეთ დახმარება კოლეგას ან მეგობარს. საუკეთესო გამოსავალი იქნება მთელი პასუხისმგებლობის დელეგირება ვინმე აქტიურ კოლეგაზე და თავად კი ეს კვირა დაუთმეთ საკუთარ თავს დასვენებისთვის. თუ ეს მხოლოდ ოცნებაა, შეეცადეთ უფრო მეტი მაინც დაიძინოთ. შაბათს ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, ეს სხვებთან ურთიერთობას გაგირთულებთ.

სასიკეთო დღეები: 31, 3.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ლომი

ამ კვირაში სავარაუდოა ცვლილებები, რომლებიც დადებითად იმოქმედებს თქვენი ცხოვრების ბევრ სფეროზე, შესაძლებელია ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლაც, რომელიც გამოწვეული იქნება ახალი პროფესიული ვალდებულებებით. ვარსკვლავები ისე განლაგდებიან, რომ თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს და გექნებათ ყველაფერი, რაც გჭირდებათ თქვენი გეგმების განსახორციელებლად. კარგია, თუ ამ კვირაში გენერალურ დასუფთავებას მოაწყობთ და გადაყრით იმ ნივთებს, რომლებიც გაღიზიანებთ. თავს მაშინვე უკეთესად იგრძნობთ. შაბათი კარგი დღეა პირადი საკითხების მოსაგვარებლად.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

 

ქალწული

ამ კვირაში შესაძლოა კარიერაში ახალ სიმაღლეებს მიაღწიოთ. მეგობრებისა და კოლეგების დახმარება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ფოკუსირება მოახდინეთ სამუშაოზე, თქვენ ეს გჭირდებათ – წარმატება აგიმაღლებთ თვითშეფასებას. შეეცადეთ იყოთ მომთმენი სხვების უმნიშვნელო ნაკლოვანებებთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება სხვებისთვის შემაწუხებელია. პარასკევს დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრა ან პიკნიკი აგარაკზე. იდეალური კვირაა დიდი ხნის უნახავი ახლობლების მოსანახულებლად. ზოგადად კი, ამ წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა ეწვიოთ სხვა ქვეყანას.

სასიკეთო დღეები: 30, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

 

სასწორი

ფიქრისა და ანალიზის კვირაა. ბევრი პრობლემა დაგიგროვდათ, თუმცა უახლოეს დღეებში უმრავლესობის მოგვარებას შეძლებთ. არ დაუშვათ, რომ მოულოდნელად სევდამ და სასოწარკვეთამ შეგიპყროთ, თუმცა საშიში მაინც არაფერია – ისინი სწრაფად გაივლის, რადგან მოვლენები, რომლებიც ამ კვირაში მოხდება, ძალიან პოზიტიური იქნება. განსაკუთრებით გაგიხარდებათ ოთხშაბათს და ცუდი განწყობის კვალი აღარ დარჩება. ხუთშაბათს წარმატებულია მოგზაურობა და მივლინებები. შაბათ-კვირას დაუკავშირდით მეგობრებს და დრო მათთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 31.

 

მორიელი

ამ კვირაში შეგიძლიათ თავდაჯერებულად დაიწყოთ თქვენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. მოიშორეთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით და გაღიზიანებთ. უფრო ხშირად ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს. შრომა მოგიტანთ წარმატებას და მოგებას. დროა ხმამაღლა ისაუბროთ თქვენი ღვაწლისა და მიღწევების შესახებ. ამ კვირაში თქვენი საყვარელი ადამიანები არ დაივიწყოთ, მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ. შესაძლებელია თანამშრომლობის დაწყება ორგანიზაციასთან, რომელიც ახალ პროფესიულ პერსპექტივებს გაგიხსნით.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე:  2.

 

მშვილდოსანი

ორშაბათს სავარაუდოა საინტერესო საქმიანი მივლინება, რომელიც კონტაქტების წრეს გააფართოებს და ახალ პერსპექტივებს გამოაჩენს. ეცადეთ ისწავლოთ სხვების მოსმენა, თქვენთვის ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ და გამოცდილებას შეიძენთ. ამ კვირაში შესაძლოა კარიერული წინსვლა. შეეცადეთ ფილოსოფიურად შეხედოთ შინაგან დაძაბულობას, ეს მხოლოდ გვერდითი ეფექტი იქნება იმ კონცენტრაციისა, რომელიც დაგჭირდებათ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად. ეს კვირა ხელსაყრელია სერიოზული საქმის დასაწყებად.

სასიკეთო დღეები: 31, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

 

თხის რქა

ამ კვირაში ელოდეთ მრავალფეროვან ღონისძიებებსა და შეხვედრებს. იყავით ყურადღებით, სწორად გაანაწილეთ დრო და ენერგია არა მარტო სამსახურში, არამედ სახლშიც. ხუთშაბათს გამორიცხული არ არის გაუგებრობები და კონფლიქტები, ვინაიდან შესაძლოა თქვენი ინტერესები გარკვეულწილად განსხვავდებოდეს პარტნიორების ინტერესებისგან. პარასკევს საღი აზრი გაიმარჯვებს და მათთან სასურველ კომპრომისს მიაღწევთ. იდეალური დროა უცხო ენების სწავლის დასაწყებად. კვირას მოემზადეთ საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად.

სასიკეთო დღეები: 31, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მერწყული

როგორც ჩანს, თქვენი ზოგიერთი შეხედულება ცოტათი მოძველებულია, ნუ მიეჯაჭვებით მათ – შეცვალეთ! ისწავლეთ სიტუაციაზე დაკვირვება – ეს არის წარმატების გზა. ამ კვირაში იღბალი ფინანსური კუთხით თქვენ მხარესაა – შეეცადეთ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ და შემოთავაზებულ საქმიანობაზე უარი არ თქვათ. ფული კარგად დახარჯეთ – იყიდეთ რამე პრაქტიკული და მნიშვნელოვანი. შაბათ-კვირას ოჯახში მოულოდნელ სტუმრებს უნდა ელოდოთ. ამ კვირაში კოლეგებთან ურთიერთგაგებას მიაღწევთ.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 30.

 

თევზები

კარგი დროა ზღვაზე დასასვენებლად. თუ ამას ვერ ახერხებთ და  მუშაობა გიწევთ, შეეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები, რადგან შეიძლება რაღაც მომენტში აგრესიულიც კი იყოთ, რაც სამსახურში პრობლემებს გამოიწვევს. ასევე, კარგად დაფიქრდით და ნუ მოატყუებთ საყვარელ ადამიანებს – ყველაფერი ადვილად გაირკვევა. შაბათ-კვირას სერიოზულად უნდა დაკავდეთ საოჯახო საქმეებით.

სასიკეთო დღეები: 30, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close