fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ბრიტანეთში ქალმა სასამართლოში საქმე მოიგო და ფინანსური კომპენსაცია მიიღო იმის გამო, რომ კოლეგებმა წვეულებაზე არ დაპატიჟეს

დიდ ბრიტანეთში ქალმა კოლეგებს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ წვეულებაზე არ დაპატიჟეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 51 წლის რიტა ლეერი კაზინოში მოლარედ მუშაობდა. ის აცხადებდა, რომ კოლეგები ყოველთვის თავს არიდებდნენ მას, რის გამოც ქალი სტრესში იყო. სასამართლოში მან განმარტა, რომ ცოტა ხნის წინ კოლეგებმა წვეულების მოწყობა გადაწყვიტეს, ის კი არ დაპატიჟეს, ისინი მისი თანდასწრებით გეგმავდნენ ღონისძიების დეტალებს და არ ზრუნავდნენ მის გრძნობებზე. ლეერი ერთადერთი თანამშრომელი იყო, ვინც წვეულებაზე არ დაპატიჟეს.

ამასთან, წვეულება კაზინოს თანამშრომლებისთვის მოწყობილი ოფიციალური ღონისძიება იყო. ლეერმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და კოლეგებს სასამართლოში უჩივლა. მან შეძლო იმის დამტკიცება, რომ ის სამსახურში ასაკობრივი და რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. სასამართლომ დაადგინა, რომ კოლეგებმა ქალს მორალური ზიანის აღმოფხვრის მიზნით £74 114 უნდა გადაუხადონ.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close