„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, რუსეთის პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხზე გასული სიუეტის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა დაადგინეს მტრის თვითმავალი ნაღმმტყორცნის – Тюльпан-ის ადგილმდებარეობა და გაანადგურეს.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდია ავრცელებს ინფორმაციას და ვიდეოს.
მათი ცნობით, ეს 240 მმ-იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი Тюльпан-ი სწორედ ისაა, რომელმაც გაანადგურა ხიდი სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის და დაანგრია სახლები სევეროდონეცკში.
„უკრაინის ნაციონალური გვარდიის სწრაფი რეაგირების ბრიგადის და მეფე დანილის სახელობის 24-ე ბრიგადის არტილერიამ ჯერ „გამოიტყუა“ ნაღმტყორცნი ანგარიდან, შემდეგ კი გაანადგურა.
მადლობა რუს პროპაგანდისტებს სამიზნის მოცემისთვის.
ამავე ადგილას განადგურდა მოწინააღმდეგის ტექნიკის ავტოპარკი“, – წერია უკრაინის ნაცგვარდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები