კრიმინალისაქართველო

რას ჰყვებიან ზუგდიდში კაცზე, რომელმაც ცოლი ავტობუსში, შვილების თვალწინ მოკლა

თბილისში 21 მაისს, დღისით დაუჯერებელი ტრაგედია მოხდა – სოფო კვარაცხელიას, რომელიც  2 შვილთან ერთად საზოგადროებრივ ტრანსპორტში, 323 ნომერ ავტობუსში იმყოფებოდა, ქმარმა ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

უძღოდა თუ არა მკვლელობას წინ რაიმე სახის ურთიერთშელაპარაკება და რატომ გაიმეტა ქმარმა ცოლი სასიკვდილოდ, მით უმეტეს შვილების თანდასწრებით – ამ კითხვებზე პასუხს გამოძიება გასცემს, თუმცა ფაქტია, რომ ავტობუსში, სადაც არაერთი მგზავრი იმყოფებოდა, სავარაუდო მკვლელის შეჩერება ვერ მოახერხეს.

ბავშვების თვალწინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და არაერთი მოწმის თანდასწრებით მომხდარ სასტიკ მკვლელობას ერთი მსხვერპლი და ორი დაზარალებული ჰყავს. არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც მკვლელის და მოკლულის შვილები არიან, მათთან ერთად ამავე ავტობუსით მგზავრობდნენ.

გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა დაახლოებით დღის სამ საათზე მოხდა, ამიტომ მოვლენებს, რომლებიც იქ განვითარდა, ადგილობრივებიც შეესწრნენ. როგორც ისინი „კურიერთან“ ჰყვებიან, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქმარმა ჭრილობა დანით მიაყენა, სასწრაფოს მისვლის მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება მკვლელს, ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

მოკლული 31 წლის სოფო კვარაცხელიაა. რაც შეეხება მკვლელს, 38 წლის როინ მებონია წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. ოჯახი ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ჭყონდიდელის 22 ნომერში ცხოვრობდა, თუმცა ამ მისამართზე მათ შესახებ არაფერი იციან.

„კურიერს“ უფრო მეტს უყვებიან ზუგდიდში, სადაც წყვილი მანამდე ცხოვრობდა. ზუგდიდელი მეზობლები როინ მებონიას ფსიქიკური მდგომარეობის შესახებაც საუბრობენ.

„ბოლო პერიოდში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თვითმკვლელობაც სცადა. გოგო არაჩვეულებრივი. ბავშვს დიაბეტი ჰქონდა და მკურნალობდნენ“,- ამბობენ ზუგდიდში ცოლ-ქმრის ნაცნობები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული კი 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close