fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის საელჩომ ჯო ბაიდენი უკრაინელი კაზაკების ფონზე აჩვენა რეპინის ცნობილ ტილოზე (ფოტო)

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ უკრაინის დამატებითი დახმარების აქტის შეთანხმება კონგრესში და ჯო ბაიდენის მიერ კანონპროექტზე ხელის მოწერა უჩვეულოდ გამოხატა – პრეზიდენტი ბაიდენი ილია რეპინის ცნობილი ტილოს ცენტრში მოათავსა, სულთნისთვის წერილის მიწერის პროცესში, რომელმაც ზაპოროჟიელ კაზაკებს ულტიმატუმი წაუყენა რუსეთ-თურქეთის ომის დროს, დანებებულიყვნენ. 

შაბათს, 21 მაისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინისთვის 40 მლრდ-ის ოდენობის დახმარების პაკეტის შესახებ, საიდანაც 20 მილიარდი საერთო სამხედრო დახმარებას მოხმარდება. The Washington Post-ის ინფორმაციით, ამ პაკეტში გათვალისწინებულია უკრაინისთვის თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების – Patriot-ის გადაცემა. 8 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის საერთო ეკონომიკური დახმარებისთვისაა განკუთვნილი, თითქმის 5 მილიარდი – გლობალური სასურსათო დახმარებისთვის, ხოლო ერთ მილიარდზე მეტი – დევნილების ერთობლივი დახმარებისთვის.

ამ კანონის ხელმოწერასთან დაკავშირებით  გამოაქვეყნა ტვიტერზე აშშ-ის საელჩომ უკრაინაში ცნობილი სურათის „ზაპოროჟიელები“ („ზაპოროჟიელები წერილს სწერენ თურქეთის სულთანს“) რიმეიქი, რომელშიც უკრაინელი კაზაკების შუაში ზის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი  – სწორედ „კანონის ხელმოწერით უპასუხა ბაიდენმა „სულთან“ ვლადიმირ პუტინის რუსულ ულტიმატუმებსა და უკრაინის ტერიტორიების ხელყოფას, – წერს „უკრაინსკაია პრავდა“.

ამჟამად საელჩოს გვერდზე ეს სურათი აღარ იძებნება.

როგორც ცნობილია, გადმოცემის თანახმად, ილია რეპინის ტილოს „ზაპოროჟიელები“ სიუჟეტი გახდა 1676 წელს ზაპოროჟიელი კაზაკების მიერ თურქეთის სულთნისთვის მიწერილი წერილი, როგორც ზაპოროჟიელი კაზაკების ღირსეული პასუხი ოსმალეთის სულთან მეჰმედ  IV-ის მოთხოვნაზე – დანებებულიყვნენ.

უკრაინელი ისტორიკოსების მტკიცებით კი, ეს რუსების მიერ შეთხზული ვერსიაა, სინამდვილეში 1880-1891 წლებში შექმნილი რეპინის მონუმენტური ტილო (2,03მx3,58მ) იყო მხატვრის პასუხი იმპერატორ ალექსანდრე მეორის მიერ გერმანიის ქალაქ ბად-ემსში ყოფნისას, 1976 წლის 30 მაისს (ახალი სტილით) ხელმოწერილ ე. წ. „ემსის ბრძანებულებაზე“ (Эмский указ), რომელიც მკაცრად ზღუდავდა უკრაინული ენის გამოყენებას რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე.

ნინო ხოშტარია

სტატია განახლებულია 22 მაისს, 12:00 სთ-ზე, დამატებული აქვს ბოლოდან მესამე და ბოლო აბზაცები.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close