მიგრაციასაზოგადოება

„ემიგრანტ დედას საკუთარ შვილებს აღარ ალაპარაკებს მამა, ხოლო მის გამოგზავნილ ნივთებს წვავს“ – ვინ დაიცავს ბავშვებს ძალადობისგან?

ემიგრანტი დედა დაუკავშირდა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციას „საფარი“ და სთხოვა მისი შვილების დახსნა მოძალადე მამისაგან, რომელიც ბავშვებს დედას აძულებს.

„ემიგრანტ დედას საკუთარ შვილებს აღარ ალაპარაკებს მამა, ხოლო დედის გამოგზავნილ ნივთებს დემონსტრაციულად წვავს“, –  წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

„ჩვენმა ადვოკატმა ამოწერა ორდერები, შეატყობინა სოციალურ სააგენტოს და მიაკითხა სკოლას, რომ გასაუბრებოდა ბავშვებს, გამოიძახა პოლიციაც, საქმის კურსში ჩააყენა შსს ად. უფ. დეპარტამენტიც – შედეგი:

1. სოცმუშაკი არ გამოცხადდა.
2. დირექტორმა არ მიუშვა იურისტი საკუთარ კლიენტთან – ბავშვებთან.
3. პოლიციამ თქვა, რომ მერე, სხვა დროს გამოკითხავს ბავშვებს და წავიდა.

ახლა ეს ბავშვები, რომლებსაც ოჯახი ისედაც უკრძალავს დედასთან კონტაქტს, მიჰყავთ შინ, რომ უფრო მაგრად „დაავერბოვკონ“ სახლში, უფრო დააშინონ და დააზეპირონ პოლიციისთვის მისაცემი ჩვენება.

აი, ასე არღვევს სახელმწიფო ბავშვთა უფლებებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე და საერთოდ არც კი ცდილობს ბავშვების დაცვას მოძალადე მამისგან. ვინც არ იცით, განვმარტავ, როცა მამა რომ შვილებს აძულებს დედას – ის მოძალადეა!“ – წერს ბაია პატარაია.

მიგვიანებით კი ბაია პატარაიამ დაწერა: „ამ ამბის გაგრძელება: პოლიციამ გადაწყვიტა, სახლში მიაკითხოს ბავშვებს და იქ გამოკითხოს, ანუ პოტენციური დამნაშავის ტერიტორიაზე და, სავარაუდოდ, მისივე თანდასწრებით. საღოლ! ძაან ეფექტური გამოძიება იქნება“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close