მსოფლიოშეუცნობელი
„დაფიქსირებულია 400 არამიწიერი არსება…“ – აშშ-ის კონგრესმა უცხოპლანეტელებზე პირველი საჯარო მოსმენა გამართა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, 50 წლის განმავლობაში პირველად, გამართა საჯარო მოსმენა აუხსნელი საჰაერო ობიექტების შესახებ.
ამის შესახებ გამოცემა telegraph-ი წერს.
პენტაგონის დაზვერვის მაღალჩინოსანმა კონგრესში თქვა, რომ აშშ-ის სამხედროებს 11 სავარაუდო შეხვედრა ჰქონდათ უცხოპლანეტელებთან.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში საჯარო მოსმენაზე დაზვერვის ხელმძღვანელებმა პირველად ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ჯამში დაფიქსირებულია 400 უცხოპლანეტელი.
პენტაგონის მაღალჩინოსნების განცხადებით, ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არის აღმოჩენილი არამიწიერი წარმოშობის არსებების შესახებ, მაგრამ ისინი პირობას დებენ, რომ „წავლენ იქ, სადაც მონაცემები მიიყვანთ“.
primetime.ge
კომენტარები