მსოფლიოპოლიტიკა

იტალიამ 700-მილიონიანი იახტა დააყადაღა, რომლის მფლობელადაც პუტინს მიიჩნევენ (ვიდეო)

იტალიის ეკონომიკის მინისტრმა გასცა ბრძანება 700 მილიონი დოლარის ღირებულების იახტის დაყადაღების შესახებ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არის დაკავშირებული.

140 მეტრის სიგრძის მეგაიახტა „შეჰერაზადა“ გასული წლის სექტემბრიდან მარინა დი კარარას პორტში  გადიოდა რემონტს და მოდერნიზაციას, რომლის ღირებულებამ 6 მლნ ევრო შეადგინა. იტალიური სააგენტო „ანსას“ ცნობით,  ეკონომიკის მინისტრმა დანიელე ფრანკომ 6 მაისს ხელი მოაწერა იახტის დაყადაღების ბრძანებას, რომლის მფლობელადაც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდის ჟურნალისტები პუტინს მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ იახტა კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს.

იმის მიხედვით, რის დადგენაც გამომძიებლებმა შეძლეს, იახტის ფორმალური მფლობელი რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „როსნეფტის“ ყოფილი ხელმძღვანელი ედუარდ ხუდაინატოვია, რომლის სახელი და გვარი ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქების სიაში არ ფიგურირებს, თუმცა Guardia di Finanza-ს მიერ დადგენილი ინფორმაციის საფუძველზე, იტალიის ფინანსური უსაფრთხოების კომიტეტი ევროკავშირის საბჭოს მიმართავს, რომ ზემოაღნიშნული პირი სანქცირებულთა სიაში შეიყვანოს, რადგან მას კავშირები აქვს „რუსეთის მთავრობის გამოჩენილ ელემენტებთან“.

იტალიამ მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში 900 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა მდიდარ რუსებს, რომლებიც რეგულარულად ჩადიოდნენ ქვეყანაში დასასვენებლად და პრესტიჟულ ადგილებში ყიდულობდნენ ქონებას.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close