ვიდეოეკონომიკაიტალია

იტალიაში ყოფილი შაქრის ქარხანა ააფეთქეს (ვიდეო)

8 მაისს, დილის 6 საათამდე ცოტა ხნით ადრე კონტროლირებადი აფეთქებით დაანგრიეს Toto ჯგუფის კუთვნილი ყოფილი შაქრის ქარხანა Chieti Scalo ქალაქ აბრუცოს სამრეწველო ზონაში.

შაქრის ქარხანა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ააშენა ჯგუფმა „ერიდანიამ“, რომელმაც საქმიანობა 70-იანი წლების დასაწყისში შეწყვიტა.

ოპერაციის წინ გააქტიურდა უსაფრთხოების გეგმა, დაიკეტა მოძრაობა Via Piaggio-ზე.

აფეთქება ქალაქ აბრუცოს სხვადასხვა რაიონში და ზოგიერთ მეზობელ რაიონშიც იგრძნობოდა, როგორიცაა მანოპელო სკალო.

Тото Costruzioni General-ის თქმით, ქარხნის დანგრევის შედეგად ჩნდება ტერიტორიის ახლებური დაგეგმვის შესაძლებლობა და Toto Group-ი აუცილებელ კვლევებს ატარებს, თუ რის გაკეთება შეიძლება.

ქარხნის აფეთქება პენტრიტის დეტონირებადი ასაფეთქებლით განხორციელდა, რომელმაც 130 საყრდენ ბოძზე განთავსებული 1100 მიკრომუხტი გაააქტიურა, დეტონაციის სიჩქარით დაახლოებით 8400 მ/წმ (30 000 კმ/სთ).

ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობაა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close