პირველი მაისიდან პირადობის მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის აღების ვადები და საფასური იცვლება
ცვლილებები შევიდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გაწეული მომსახურების ვადების, საფასურების ოდენობებისა და გადახდის წესში. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილება პირველი მაისიდან შევა ძალაში.
პირველი მაისიდან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის მომსახურების საფასური იქნება 150 ლარი; საქართველოს მოქალაქის ერთი წლის ვადით მოქმედი 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის მომსახურების საფასური – 65 ლარი; საქართველოს მოქალაქის ერთი წლის ვადით მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის მომსახურების საფასური − 130 ლარი; საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის მომსახურების საფასური − 140 ლარი; საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის მომსახურების საფასური − 230 ლარი; ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი − 45 ლარი.
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის მომსახურების საფასური − 60 ლარი; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის მომსახურების საფასური 60 ლარი; კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობების გაცემისთვის მომსახურების საფასური 60 ლარი; სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის განაცხადის შეტანიდან მე-60 კალენდარულ დღეს გაცემისთვის მომსახურების საფასური − 75 ლარი; დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასური − 40 ლარი; ისტორიული გვარის აღდგენის განაცხადის შეტანიდან მე-60 კალენდარულ დღეს გაცემისთვის მომსახურების საფასური − 390 ლარი.
ტარიფების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ „საკანონმდებლო მაცნეს“ შესაბამის გვერდზე.
კომენტარები