გერმანელმა პარლამენტარებმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ისტორიულ კენჭისყრაზე გერმანელი დეპუტატები უკრაინისთვის მძიმე შეიარაღებისა და კომპლექსური შეიარაღების სისტემების გადაცემას დათანხმდნენ.
მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიის მიერ მხარდაჭერილი წინადადების თანახმად, სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს და დაჩქარდეს, სადაც ეს შესაძლებელია.
გერმანია ასევე განათავსებს მეტ ჯარისკაცს ნატოს პოზიციების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში და წაახალისებს რუს ჯარისკაცებს, დადონ იარაღი და თავშესაფარი გერმანიასა და ევროკავშირში ეძებონ.
ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს ახლოს არის ომის გამოცხადებასთან.
1tv.ge
კომენტარები