შეუცნობელიჰოროსკოპი

თუ საქართველოში უახლოესი 9 თვის განმავლობაში დაბრუნდებით, აქ დაიწყებთ თქვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს – ასტროლოგი (ვიდეო)

მომავალი 9 თვის განმავლობაში ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ შანსი, ურთიერთობები მოაწესრიგონ და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ, – ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა გადაცემაში „შენი დილა“.

მისი თქმით, შავი მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი საკუთარ კარმულ სამშობლოს უბრუნდება, ეს კი მიგრაციულ პროცესებს გაააქტიურებს.

„ძალიან ბევრი ადამიანი თავის კარმულ სამშობლოში დაბრუნდება. ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება, ბევრი შეიძლება გადაცხოვრდეს, თუმცა ყველა ის ადამიანი, რომელიც გეგმავს უახლოესი 9 თვის მანძილზე სადმე საცხოვრებლად გადასვლას, ან გარემოებებიდან გამომდინარე უწევს, ჩათვალეთ, რომ თავის კარმულ სამშობლოში ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში მისი ცხოვრება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.

იგივე ეხებათ ემიგრანტებს – თუკი ვინმე აპირებს, რომ უკან, საქართველოში უახლოესი 9 თვის განმავლობაში დაბრუნდეს. ვინც საქართველოში ბრუნდებით, ჩათვალეთ, რომ აქ იწყებთ თქვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს.

ასევე, ეს პერიოდი ძალიან კარგია დაოჯახებისთვის, ფეხმძიმობისთვის, ცოტა მონდომებაც საკმარისია მათთვის, ვისაც აქამდე არ ჰყავდა შვილი, რომ ეყოლოს“, – თქვა ასტროლოგმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close