fbpx
პოლიტიკახელოვნება

„FREE UKRAINE, FUCK PUTIN“ – იტალიურმა ჯგუფმა „მანესკინმა“ კალიფორნიის ფესტივალზე ცეცხლი დაანთო და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა (ვიდეო)

„Free Ukraine, fuck Putin“ – ამ შეძახილით დაასრულა დამიანო დავიდმა, იტალიური ჯგუფის „მანესკინის“ (Maneskin) ფრონტმენმა ფესტივალ Coachella-ზე გამოსვლა, რომელიც ინდიოში (რივერსაიდის ოლქი, კალიფორნიის შტატი, აშშ) მიმდინარეობს, პანდემიის გამო იძულებითი 2-წლიანი პაუზის შემდეგ. „მანესკინი“ ამ ფესტივალზე პირველად გამოვიდა და ახლა ის მსოფლიო მუსიკალურ ჩარტებში ლიდერია.

ჯგუფის მიერ შესრულებულმა როკმა სცენაზე 45 წუთის განმავლობაში ცეცხლი დაანთო. მათი გამოსვლა დაიწყო სიმღერით –  «Zitti e buoni» (რომლითაც გამარჯვება მოიპოვეს ჯერ სანრემოზე, შემდეგ კი  ევროვიზიაზე), გაგრძელდა სიმღერებით – ‘In nome del padre’, ‘Mamma mia’, ‘Beggin’, ‘I wanna be your dog’, ‘I wanna be your slave’ და დასრულდა უკრაინის მხარდამჭერი – ‘Gasoline’-ით.

თავისი პირველი გამოსვლისთვის Coachella-ს ფესტივალზე, რომელიც 1999 წლიდან ყოველწლიურად ტარდება (გამონაკლისი იყო გასული 2020 და 2021 წლები პანდემიის გამო), „მანესკინი“ Gucci-ს არასტანდარტული LOOK-ებით წარდგა, რომლებიც შევსებული იყო დეტალებით Gucci Jewelry-სა და Gucci Beauty-სგან. ამის შესახებ ცნობილი იტალიური ბრენდი ინსტაგრამის თავის ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gucci Official (@gucci)

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close