ეკონომიკაიტალია

იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია გაიგზავნა

ევროკავშირის ბაზარზე ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო – იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია გავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ლოკოკინების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ იტალიური კომპანია Lumacheria Italiana-ს მიერ საქართველოში გახსნილი ჰელისიკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტი პარტნიორ ფერმერებთან ერთად ლოკოკინის მოშენებას „კერასკოს“ მეთოდით ახორციელებს, რაც ლოკოკინის გამრავლება-წარმოებას მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებთან დაახლოებულ გარემოში გულისხმობს. ამის გამო მათ მიერ წარმოებული პროდუქტი პრემიუმ ხაზს განეკუთვნება და ამ ხარისხის ცოცხალი 1 კგ ლოკოკინის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე დღეს 5 ევროზე მეტია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი წილი ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებაზეა ორიენტირებული.

„დღეის მდგომარეობით საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close