კრიმინალიქართველები უცხოეთში
ქართველმა მომვლელმა ბერძენი დამსაქმებელი გაძარცვა
ქართველმა მომვლელმა ქალმა ბერძენი დამსაქმებელი გაძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. შემთხვევა თესალონიკში მოხდა.
მედიის ინფორმაციით, 44 წლის ქართველმა მომვლელმა სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაიტანა. საერთო ჯამში, ნაძარცვის ღირებულება დაახლოებით 133 000 ევროს შეადგენს.
თესალონიკის პოლიციამ მძარცველი ქალი უკვე დააკავა. გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქე დანაშაულს 6 თვის განმავლობაში, 2021 წლი ოქტომბრიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში ჩადიოდა.
კომენტარები