მოდა/სილამაზესაზოგადოება

„საუკუნის ქორწილი“ – დევიდ ბეკჰემის ვაჟი მილიარდერ ამერიკელ მსახიობზე დაქორწინდა

ლეგენდარული ფეხბურთელის, დევიდ ბეკჰემისა და ცნობილი მომღერლისა და მოდელის, ვიქტორია ბეკჰემის 23 წლის ვაჟი ბრუკლინ ბექჰემი 27 წლის მსახიობზე, მილიარდერ ნიკოლა პელტცზე დაქორწინდა. გრანდიოზული საქორწილო ცერემონია ფლორიდაში, „პალმ ბიჩზე“, პატარძლის საოჯახო მამულში გაიმართა. ქორწილი 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა.

მას ტაბლოიდებმა „საუკუნის ქორწილი“ უწოდეს. მათივე ცნობით, ქორწილში თითქმის მთელი ჰოლივუდი იყო მიწვეული. ნეფე-პატარძლის მეჯვარეები ჯიჯი ჰადიდი და ნიკოლ რიჩი იყვნენ.

პატარძალს „ვალენტინოს“ თეთრი საქორწილო კაბა ამშვენებდა, უზარმაზარი შლეიფით. გამოცემა „ვოგმა“ ნიკოლას ვარცხნილობას „კლაუდია შიფერის სტილი“ უწოდა. სხვათა შორის, თავად ლეგენდარულმა მოდელმა კლაუდია შიფერმა ამ არჩევანისთვის ნიკოლა პელტცს თავის ინსტაგრამზე მადლობა გადაუხადა.

სიძის მშობლები, დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები  ცერემონიაზე ხელიხელჩაკიდებული გამოჩნდნენ.

ვიქტორიას თავისივე დიზაინის ვერცხლისფერი მოღებული გრძელი კაბა ამშვენებდა, თუმცა მოგვიანებით შავი კაბა ჩაიცვა. დევიდ ბეკჰემმა კი არჩევანი შავ და თეთრ კოსტიუმებზე შეაჩერა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham)

ახალდაქორწინებულები საქორწილო მოგზაურობას კოსმოსში აპირებენ. ისინი თაფლობის თვეს კომპანია Virgin Galactic-ის დახმარებით რიჩარდ ბრენსონის კოსმოსურ ხომალდზე გაატარებენ. ცნობილია, რომ ნიკოლას მამა, 79 წლის ნელსონ პელტცი, რომელმაც ქორწილი თავის 75 მლნ ფუნტ სტერლინგად შეფასებულ ვილაზე მოაწყო, კომპანიის დამაარსებელ რიჩარდ ბრენსონთან მეგობრობს.

კოსმოსური თაფლობის თვე 400 ათასი ფუნტი დაჯდება და, როგორც ამბობენ, ამ ხარჯებს ნეფე-პატარძლის მეგობრები გაიღებენ.

ქორწილამდე რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსმოსში გასამგზავრებელ „ბილეთს“ ექსკლუზიური საქორწილო საჩუქრის სახით წყვილს თავიანთი მდიდარი მეგობრები შეუძენდნენ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close