არტისტისაზოგადოება

„წითელპალტოიანი გოგონა“ „შინდლერის სიიდან“ უკრაინელ დევნილებს ეხმარება (ვიდეო)

მსახიობი ოლივია დაბროვსკა (Olivia Dabrowska), რომელმაც სტივენ სპილბერგის „ოსკაროსან“ ფილმში „შინდლერის სია“ პატარა გოგონას როლი ითამაშა, პოლონეთში მოხალისეთა რიგებს შეუერთდა და უკრაინელ დევნილებს ეხმარება, რომლებიც სასტიკად იტანჯებიან რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო. 

32 წლის ოლივია, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ცხოვრობს, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ჩავიდა. იგი კოორდინაციას უწევს მოხალისეთა ჯგუფს უკრაინელი დევნილების დასახმარებლად.

მსახიობმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა საკუთარო ფოტო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ კორჩოვიდან (Korczowa), მის უკან კი დევნილების ავტობუსების რიგი ჩანს.

5 აპრილს ოლივიამ უცხოურ ვალუტაში ანგარიში გახსნა უკრაინელი ლტოლვილებისთვის შემოწირულებების მისაღებად. მან ამ საქველმოქმედო აქციას უწოდა # იმედი უკრაინისთვის (# Hope for Ukraine).

„შინდლერის სია“ და პატარა გოგონა წითელ პალტოში

სტივენ სპილბერგის ფილმი „შინდლერის სია“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ  ებრაელების განადგურებას ეხება, 1993 წელს გამოვიდა. 3 წლის ოლივია დაბროვსკამ ფილმში პატარა ებრაელი გოგონას როლი ითამაშა, რომლის წყალობითაც 1943 წელს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნილი 1200-ზე მეტი ებრაელი სიკვდილს გადაურჩა.

აღსანიშნავია, რომ გოგონას წითელი პალტო ერთადერთი ფერადი საგანია შავ-თეთრ ოსკაროსან ფილმში.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ მსოფლიო დონის ბევრმა ვარსკვლავმა გამოხატა აქტიური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ – სტინგმა ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია დაზარალებულ უკრაინას, Massive Attack-ის ფრონტმენმა Robert Del Naya-მ საქველმოქმედო კონცერტი გამართა, რიჩარდ გირი უკრაინის კრიზისის ფონდ CARE-ს შეუერთდა და მოუწოდა ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, გაიღონ შემოწირულობები უკრაინის დასახმარებლად.

თავად სტივენ სპილბერგმა და მისმა მეუღლემ უკრაინელი დევნილების დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღეს.

ნუცა ყაველაშვილი

„შინდლერის სია“, წითელპალტოიანი გოგონას ეპიზოდი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close