პოლიტიკასაზოგადოება

Pink Floyd-მა უკრაინას სიმღერა მიუძღვნა (ვიდეო)

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Pink Floyd-მა YouTube-ზე განათავსა უკრაინისადმი მიძღვნილი სიმღერის – Hey Hey Rise Up ვიდეორგოლი.

განთავსებიდან 15 საათის შემდეგ მას 2 მილიონამდე ნახვა აქვს. ეს „პინკ ფლოიდის“ პირველი სინგლია1994 წელს გამოსული ალბომის – Division Bell-ის შემდეგ.

ჯგუფის წევრები თითქმის 30 წლის შემდეგ ისევ გაერთიანდნენ, რომ თავიანთი შემოქმედებით უკრაინისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ.

დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა, რომლებიც „პინკ ფლოიდის“ უცვლელი წევრები არიან, კომპოზიტორ, სცენარისტ და რეჟისორ ნითინ სოუნისა და ბას გიტარისტ გაი პრატთან თანამშროლობით შექმნეს ახალი სინგლი, რომელშიც გამოიყენეს ბუმბოქსის „ფრონტმენ“ ანდრეი ხლივნიუკის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული კლიპი. კლიპში უკრაინელი მომღერალი კიევში, წმინდა სოფიას ტაძრის წინ ასრულებს ცნობილ საპროტესტო სიმღერას “Ой у лузі червона калина“ („ოი, მდელოზე წითელი ძახველია“). ამ სიმღერის ბოლო სტრიქონი გამოიყენა Pink Floyd-მა სინგლის სახელოწდებისთვის.

უფრო ადრე კი ბრიტანულმა ჯგუფმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში დევიდ გილმორმა თქვა, რომ ნახა ხლივნიუკის ვიდეო ინსტაგრამზე, სადაც მომღერალს ხელში იარაღი უჭირავს და კიევის წმინდა სოფიას ტაძართან დგას.

„ძალიან ძნელი და გამაღიზიანებელია – უყურებდე ამ წარმოუდგენელ გიჟურ, უსამართლო თავდასხმას დიდი სახელმწიფოსი დამოუკიდებელ, მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანაზე“, – განაცხადა გილმორმა. მისივე თქმით, უკრაინაში მისი ნათესავები ცხოვრობენ (მას რძალი ჰყავს უკრაინელი) და კარგად ესმის ამ ქვეყნის ტკივილი და ტანჯვა.

სიმღერის გაყიდვიდან შემოსული თანხა ომისგან დაზარალებული იმ უკრაინელების დახმარებას მოხმარდება, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close