იტალიაკრიმინალი

იტალია: პოლიციელმა 23 წლის ბიჭს სახეში წიხლი ჩაარტყა – შოკისმომგვრელი ვიდეო

ვიდეოზე, რომელიც Tik Tok-ზე ვირუსულად გავრცელდა, ჩანს აღმაშფოთებელი კადრები, როგორ ურტყამს სახეში წიხლს პოლიციელი ასფალტზე მწოლიარე 23 წლის ბიჭს, რომელიც პოლიციის სხვა აგენტმა დააკავა საჯარო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. ამის შესახებ „ანსა“ წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.

შემთხვევა 2 აპრილს მოხდა ფოჯაში (აპულიის რეგიონი, იტალია). 6 აპრილს  ვიდეოკადრები აჩვენეს გადაცემაში „Chi l’ha visto?“

ვიდეო ერთ-ერთმა თვითმხილველმა ახლომდებარე შენობიდან გადაიღო და Tik Tok-ზე ატვირთა. მასზე გარკვევით ჩანს ბიჭი, რომელიც მიწაზე წევს მას შემდეგ, რაც ქალაქის ქუჩებში დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე საავტომობილო დევნის შემდეგ (როგორც სამართალდამცველებისგან შემდეგ გახდა ცნობილი) ფოჯის გარეუბანში პოლიციელმა დააკავა და ხელბორკილები დაადო. ამ დროს მორბის მეორე აგენტი და მას სახეში ფეხს ურტყამს; იგი კიდევ ცდილობს დაკავებულს თავში ფეხი ჩაარტყას, თუმცა პირველი პოლიციელი განრისხებულ კოლეგას ამის საშუალებას არ აძლევს.

სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილის საჭესთან მჯდომ ახალგაზრდა კაცს მართვის მოწმობა არ ჰქონდა და ამის გამო გაქცევას შეეცადა.

ფოჯის პოლიციის მთავარი სამმართველოს განცხადებით, „დაუყოვნებლივ აცნობეს სასამართლო ორგანოს ამ ეპიზოდის თაობაზე სისხლის სამართლის შესაძლო პასუხისმგებლობის დასადგენად“; მათივე თქმით, „პოლიციელის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა და იგი სხვა ადგილას გადაიყვანეს“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close