იტალიასპორტი

იტალიის საკალათბურთო ნაკრებმა უარი თქვა მსოფლიოს შესარჩევში რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე

იტალიის კალათბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები არ გავა სათამაშოდ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში, – იტყობინება La Gazzetta dello Sport. შეხვედრა პირველ ივლისს იტალიაშია დაგეგმილი.

„იტალიამ გადაწყვიტა, რომ არ ითამაშებს. ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 100 პროცენტით ფედერაციის მხარესაა ამ საკითხში. იგივე იქნება ისლანდიასთან და ნიდერლანდებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ჯგუფში გამოდიან“, – განაცხადა იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) პირველ მარტს ჩამოაშორა რუსეთის ნაკრები და კლუბები თავისი ეგიდით ჩასატარებელ ტურნირებს. სასჯელი ძალაში იქნება მაისის შუა რიცხვებამდე, რის შემდეგაც თავიდან შეისწავლიან სიტუაციას უკრაინაში და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close