
ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი – მსოფლიო „ომიკრონის“ ახალ ვარიანტს ებრძვის. ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 200 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.
BA.2 უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში დომინანტურია. „ომიკრონის“ ქვეტიპი საწყისი ფორმისგან 30%-ით უფრო გადამდებია და რამდენიმე მუტაციის წარმოქმნა შეუძლია. ამ დროის სამეცნიერო კვლევებით და სტატისტიკით BA.2-ით ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის ალბათობის მაჩვენებელი მინიმალურია. ჯერ უცნობია, მოქმედებს თუ არა ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ იმუნიტეტი.
ამერიკაში მოსახლეობას „ფაიზერითა“ და „მოდერნათი“ მეოთხედ აცრიან, ბუსტერის დოზა კი 12 წელს ზემოთ დაიშვება.
rustavi2.ge



