fbpx
კინო/ფილმები

ქართველი მსახიობები NETFLIX-ის მძაფრსიუჟეტიან ფილმში კრის ჰემსუორთს პარტნიორობას გაუწევენ (ვიდეო)

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2 კრის ჰემსუორთის ეკრანული პარტნიორი რამდენიმე ქართველი მსახიობი გახდება.

საიტ IMDB-ის ცნობით, ფილმში თინა დალაქიშვილი, დათო ბახტაძე და თორნიკე გოგრიჭიანი ითამაშებენ. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მომავალ სურათში ქართველი მკლავჭიდელი ლევან საღინაშვილი, იგივე „ჰალკი“ ითამაშებს.

„ბანგლადეშში სასწაულებრივად გადარჩენილი ტაილერ რაიქი ბრუნდება და თავის გუნდთან ერთად ახალი მისიის შესრულებას იღებს საკუთარ თავზე. მისი დავალებაა, ქართველი განგსტერის ხელიდან დაიხსნას ოჯახი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულ ციხეშია დატყვევებული. რეიკი დავალებას თავს ართმევს, შეტაკებისას განგსტერი იღუპება. დაღუპული განგსტერის ძმა დაქირავებულ ჯარისკაცზე ნადირობას იწყებს“, – წერია IMDB-ს აღწერილობაში.

გამოცემა Deadline-ის ცნობით, ახალი ფილმი Netflix-ზე მიმდინარე წლის მაისში გამოვა.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close