მსოფლიოპოლიტიკა

აბრამოვიჩთან დაახლოებული პირები ოლიგარქის სავარაუდო მოწამვლას ადასტურებენ – BBC

BBC-ს ცნობით, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ თვის დასაწყისში, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრების შემდეგ, რუსი ოლიგარქი, სავარაუდოდ, მოწამლული იყო, თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ, კიდევ ვინ იყო სამიზნე ან თავდასხმის წყარო.

The Wall Street Journal-ის ცნობით, რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის 2 წევრს, რომლებიც ერთმანეთს კიევში მარტის დასაწყისში სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ, შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ. ინფორმაციას გამოცემა საქმეში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემას წყარომ უთხრა, კიევში 3 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ აბრამოვიჩს, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოსკოვსა და ლვოვშიც ესწრებოდა, და, ასევე, უკრაინული დელეგაციის მინიმუმ 2 წამყვან წევრს მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ, მათ შორის, თვალების ჩაწითლება, უწყვეტი და მტკივნეული ცრემლდენა და სახესა და ხელებზე კანის აცლა.

ინფორმაციას უარყოფს უკრაინელი პარლამენტარი, რუსტემ უმეროვი, რომელიც The Wall Street Journal-ის ცნობით, ერთ-ერთია, ვინც აბრამოვიჩთან ერთად სავარაუდო მოწამვლის მსხვერპლი გახდა.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close