კინო/ფილმებიმსოფლიო

„ოსკარი 2022“-ის გამარჯვებულები ცნობილია (ვიდეო)

ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს გადაცემის ღონისძიება – ე. წ. „ოსკარების“ დაჯილდოების 94-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში 27 მარტს გაიმართა. სულ 23 „ოსკარი“ გაიცა სხვადასხვა ნომინაციაში.

საუკეთესო ფილმის ტიტული რეჟისორ სიან ჰედერის სრულმეტრაჟიანმა კინოსურათმა CODA-მ მოიპოვა (CODA – Child of Deaf Adults/ყრუ მშობლების შვილი); ეს არის 17 წლის გოგონას – რუბის ისტორის, რომელსაც ოჯახში ერთადერთს აქვს ყურთასემენა და არჩევანის გაკეთება უწევს თევჭერის საოჯახო ბიზნესში მშობლების დახმარებასა და მუსიკალურ მომავალს შორის. ფილმმა „ოსკარი“ საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაშიც მიიღო.

კადრი ფილმიდან CODA

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად უილ სმიტი დასახელდა ფილმისთვის King Richard, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული ჯესიკა ჩესტეინმა მიიღო The Eyes of Tammy Faye-ში შესრულებული მთავარი როლისთვის.

ვიდეოზე: უილ სმიტს არ მოეწონა კომიკოს კრის როკის ხუმრობა სცენაზე მისი ცოლის მისამართით და ცერემონიის მსვლელობისას სცენაზე ავიდა და როკს სახეში გაარტყა. მოგვიანებით უილმა როკს ბოდიში მპუხადა, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით სკანდალი გრძელდება და გამოძიება დაიწყო. 

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ტროი კაცორს ერგო (CODA), ხოლო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად არიანა დებოუსი აღიარეს მიუზიკლისთვის West Side Story.

The Power of the Dog-ის რეჟისორი ჯეინ კემპიონი საუკეთესო იყო შესაბამის ნომინაციაში, საუკეთესო ანიმაციურ ფილმად კი Encanto დასახელდა.

რეჟისორ დენის ვილნევის მძარფსიუჟეტიანი ფილმის – Dune-ის გადამღები ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაო რამდენიმე ნომინაციაში მიღებული ჯილდოთი დაგვირგვინდა, როგორიცაა: საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის, საუკეთესო მხატვრობა, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო ვიზუალური ეფექტები.

საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციაში „ოსკარი“ Belfast-ს გადაეცა.

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი იაპონელი რეჟისორის რიუსუკე ჰამაგუჩის Drive My Car-ი გახდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close