უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სთხოვა, სასანქციო სიიდან რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის სახელი ამოიღოს. ამის შესახებ გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი ოლიგარქის მცდელობას ასახელებს, იშუამდგომლოს უკრაინასა და რუსეთს შორის.
აღსანიშნავია, რომ გამოცემის წყაროს ინფორმაციით, დაზვერვის შეფასებებში, მოლაპარაკებების პროცესში აბრამოვიჩის როლზე საუბარი არ არის.
რომან აბრამოვიჩი გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში ფიგურირებს, როგორც რუსეთის პრეზიდენტთან კავშირების მქონე დაახლოებული პირი. შესაბამისად, მათი იურისდიქციის ფარგლებში, აბრამოვიჩის აქტივები დაყადაღდა.
1tv.ge
კომენტარები