საზოგადოებაკულტურა

გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის კუთ­ვნი­ლი კოლ­ხუ­რი კოშ­კი სახელმწიფო გადაეცემა? – „მა­ვან­ნი ამ გადაწყვეტილებას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან“

პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია სოციალურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ აპი­რებს გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის კუთ­ვნი­ლი კოლ­ხუ­რი კოშ­კი სა­ხელ­მწი­ფოს გა­დას­ცეს.

„არ მიყ­ვარს პი­რა­დი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის ან ყო­ფი­ლი თუ მოქ­მე­დი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ამ­ბე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და მათ­ზე სა­უ­ბა­რი (მერე, ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბის მიერ, ამ ამ­ბე­ბის ათას­გვა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია). არ არის ეს სწო­რი და, ჩემი აზ­რით, არც ეხლა არის მა­გის დრო, რო­დე­საც მსოფ­ლიო ასე­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა. უბ­რა­ლოდ, საქმე შე­ე­ხე­ბა შემ­დეგს: მე, რო­გორც მა­მა­ჩე­მის და ბა­ბუ­ა­ჩე­მის მემ­კვიდ­რეს, გან­ზრა­ხუ­ლი მაქვს, კოლ­ხუ­რი კოშ­კი მის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვრებ­ში გა­დავ­ცე სა­ხელ­მწი­ფოს მისი შემ­დგო­მი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს მუ­ზე­უ­მის მო­წყო­ბა და მისი კულ­ტუ­რუ­ლი დატ­ვირ­თვა. მა­ვან­ნი ამ გადაწყვეტილებას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან და ათას­გვა­რი გზით ცდი­ლო­ბენ ამ ყვე­ლაფ­რის არ­დაშ­ვე­ბას. ლაფს ასხამენ სა­ხელ­მწი­ფოს, გა­უ­გო­ნარ საქ­ცი­ელს სჩა­დი­ან და, ჩე­მის აზ­რით, ეს ხალ­ხი უფრო ზი­ანს გა­ნიც­დი­ან, ვიდ­რე მათი ად­რე­სა­ტე­ბი. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უც­ვლე­ლია, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ი­ღებს კოლ­ხურ კოშკს გან­კარ­გვა­ში და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­მო­ი­ყე­ნებს და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ, ხოლო კოშ­კის გარ­შე­მო სხვა ტე­რი­ტო­რია მოხ­მარ­დე­ბა ცოტ­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს“, – წერს გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close