გამსახურდიების კუთვნილი კოლხური კოშკი სახელმწიფო გადაეცემა? – „მავანნი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან“
პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ აპირებს გამსახურდიების კუთვნილი კოლხური კოშკი სახელმწიფოს გადასცეს.
„არ მიყვარს პირადი სახის ინფორმაციის ან ყოფილი თუ მოქმედი ოჯახის წევრების ამბების გასაჯაროება და მათზე საუბარი (მერე, ხელმოცარულების მიერ, ამ ამბების ათასგვარი ინტერპრეტაცია). არ არის ეს სწორი და, ჩემი აზრით, არც ეხლა არის მაგის დრო, როდესაც მსოფლიო ასეთი გამოწვევის წინაშეა. უბრალოდ, საქმე შეეხება შემდეგს: მე, როგორც მამაჩემის და ბაბუაჩემის მემკვიდრეს, განზრახული მაქვს, კოლხური კოშკი მის ისტორიულ საზღვრებში გადავცე სახელმწიფოს მისი შემდგომი დანიშნულების განსაზღვრის მიზნით. მხედველობაში მაქვს მუზეუმის მოწყობა და მისი კულტურული დატვირთვა. მავანნი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ათასგვარი გზით ცდილობენ ამ ყველაფრის არდაშვებას. ლაფს ასხამენ სახელმწიფოს, გაუგონარ საქციელს სჩადიან და, ჩემის აზრით, ეს ხალხი უფრო ზიანს განიცდიან, ვიდრე მათი ადრესატები. ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, ქართული სახელმწიფო მიიღებს კოლხურ კოშკს განკარგვაში და დარწმუნებული ვარ, გამოიყენებს დანიშნულებისამებრ, ხოლო კოშკის გარშემო სხვა ტერიტორია მოხმარდება ცოტნეს რეაბილიტაციის პროცესს“, – წერს გიორგი გამსახურდია.
არ მიყვარს პირადი სახის ინფორმაციის ან,ყოფილი თუ მომქმედი ოჯახის წევრების ამბების გასაჯაროება და მათზე საუბარი(მერე,ხელმოცარულების მიერ,ამ ამბების ათასგვარი ინტერპრეტაცია).არ არის ეს სწორი და ჩემის აზრით არც ეხლა არის მაგის დრო,როდესაც მსოფლიო,🇷🇺🐖ასეთი გამოწვევის წინაშე დააყენა
— George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) March 16, 2022
კომენტარები