მსოფლიოპოლიტიკა

რუსი სამხედრო ტყვეები უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის იმუშავებენ – შს მინისტრის მოადგილე

უკრაინაში რუს სამხედრო ტყვეებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით მოექცევიან და მათ უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის ამუშავებენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი ენინმა ტელემარათონის დროს განაცხადა.

კითხვაზე: როგორ მოიქცევა უკრაინა რუს სამხედრო ტყვეებთან მიმართებით? – ევგენი ენინმა განაცხადა: „უპირველეს ყოვლისა, უკრაინა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა ზომას მკაცრად დაიცავს. სწორედ ეს განგვასხვავებს რუსი აგრესორისგან, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის და საცხოვრებელ უბნებზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს. აღარ ვსაუბრობ ჩვენს სამხედროებზე“.

მისი თქმით, უკრაინა რუს სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ჟენევის კონვენციით მინიჭებულ შესაძლებლობებს გამოიყენებს, „რაც მუშა ძალად გამოყენებას გულისხმობს“. „ისინი უკრაინის ეკონომიკის აღმშენებლობისთვის იმუშავებენ“, – განაცხადა ენინმა.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close